თავში

მასკმა Tesla-ს $10 მილიარდის აქციები გაყიდა

მასკმა Tesla-ს $10 მილიარდის აქციები გაყიდა
მასკმა Tesla-ს $10 მილიარდის აქციები გაყიდა

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კორპორაცია Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კომპანიის კიდევ 934 000-ზე მეტი აქცია ჯამში 1,01 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

მასკმა გამოიყენა ოფციები 2,1 მილიონი აქციის შეძენის უფლებით, ერთ აქციაზე  6,24 აშშ დოლარის ოდენობით.

ილონ მასკმა ჯამში 10,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 10,1 მილიონი აქცია გაყიდა. მას ჯერ კიდევ აქვს 10 მილიონი აქციის ყიდვის ოპციები იმავე ფასად, რომელთა გამოყენება 2022 წლის აგვისტომდეა შესაძლებელი.

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, 1 ნოემბერს ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის მისი ქონება 283 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, ნოემბრის დასაწყისში ილონ მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გაყიდოს თუ არა Tesla-ს აქციების 10% გადასახადების გადასახდელად. მასკმა აღნიშნა, რომ იგი კომპანიის მხოლოდ 10%-ს ფლობს, ამასთან ხელფასს და პრემიებს არ იღებს. ამიტომ, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობამ (57.9%) აქციების გაყიდვას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 12%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი დღიური ვარდნა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი თითქმის 200 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system