თავში

მასკმა Tesla-ს კიბერ სასტვენები სრულად ამოყიდა

მასკმა Tesla-ს კიბერ სასტვენები სრულად ამოყიდა
მასკმა Tesla-ს კიბერ სასტვენები სრულად ამოყიდა

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კორპორაცია Tesla-მ კიბერ სასტვენი (Cyberwhistle) შექმნა. ამის შესახებ მეწარმემ, ილონ მასკმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.  

Tesla-ს ონლაინ მაღაზიაში, კიბერ სასტვენის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს არის „პრემიუმ საკოლექციო ნივთი, რომელიც დამზადებულია სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან, და მოპირკეთებულია გაპრიალებული საფარით. სასტვენს ჩაშენებული აქვს ტანსაცმელზე სამაგრი და მისი ვიზუალური უნიკალური და დასამახსოვრებელია.

ახალ პროდუქტთან დაკავშირებულ პოსტში მასკი წერს: „ნუ დახარჯავთ ფულს Apple-ის სულელურ ხელსახოცებზე, სჯობს ჩვენი კიბერ სასტვენი შეიძინოთ“.

Tesla-ს სასტვენის ღირებულება 50$-ს შეადგენს. ამასთან, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე საათში იგი სრულად გაიყიდა. ახლა მისი შეძენა მხოლოდ ონლაინ აუქციონზეა შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 900 დოლარს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system