თავში

Mastercard-ის ოპერაციები შეიძლება კრიპტოვალუტითაც შესრულდეს

Mastercard-ის ოპერაციები შეიძლება კრიპტოვალუტითაც შესრულდეს
Mastercard-ის ოპერაციები შეიძლება კრიპტოვალუტითაც შესრულდეს

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

შეგახსენებთ, ბიტკოინისადმი ინვესტორების ნდობა იზარდება.  ინვესტორთა აზრით, 2021 წლის ზრდა განსხვავდება 2017 წელს არსებული ზრდისგან (რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ვარდნით დასრულდა), რადგან ახლა ბიტკოინის ინვესტორები არა მხოლოდ საცალო ინვესტორები, არამედ მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები და უოლ სტრიტის მილიარდერები არიან.

კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla-ც აპირებს. ავტოკონცერნის მფლობელმა ილონ მასკმა 8 თებერვალს ბიტკოინებში $1,5 მილიარდის ინვესტიციის ჩადებაზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system