თავში

პირველი სატრვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივა

მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივა
პირველი სატრვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივა

სატვირთო მატარებელმა თურქეთიდან ჩინეთში პირველი ტრანზიტი დღეს განახორციელა. ტრანზიტი ბაქო-თბილისი-ყარისის სარჯინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ხორციელდება. 

ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რკინიგზამ Transport AŞ– მა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა.  ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ მატარებელი სტამბულიდან 14:00 საათზე გამოუშვა. საექსპორტო საქონელი სულ 42 მაცივარ-კონტეინერში განთავსდა.

მატარებელი, რომელიც TCDD Tasimacilik AS– სა და Pacific Eurasia– ს, ოფიციალურ „ექსპედიტორულ კომპანიასთან“ თანამშრომლობით გადაადგილდება, ჯამში 8 ათას 693 კილომეტრს გაივლის. ის გადალახავს 2 კონტინენტს, 2 ზღვას, გაივლის 5 ქვეყანას და ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში განმარტებულია, რომ თურქეთი გააგრძელებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების განმტკიცებას და საჭირო ნაბიჯების გადადგმას რეგიონში მისი ცენტრალური პოზიციის განმტკიცებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system