თავში

მაჟორიტარი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნიან

მაჟორიტარი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნიან
მაჟორიტარი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფს ქმნიან

რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის ვიქტორ ჯაფარიძემ, დაჩი ბერაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების თხოვნით პარლამენტის ბიუროს მიმართეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„კოლეგების განცხადებაა შემოსული ბიუროზე, სადაც ისინი კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფს ქმნიან და ითხოვენ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას. ეს განცხადება დასკვნისთვის უნდა გადაეცეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ საკითხს კომიტეტზე განიხილავენ და საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკებს გადასცემენ.

„ეს არის საინიციატივო ჯგუფის განცხადება და არა საკანონმდებლო ინიციატივა. იმისათვის, რომ მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოხდება ამ საკითხის განხილვა და შესაბამისად გადაეცემათ ის ფორმები, ბლანკები, რომლებზეც ამ ჯგუფმა უნდა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება ოთხთვიანი ვადით. ეს საკითხი იქნება განხილული საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დაჩი ბერაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის თანამოაზრეებს ორპალატიანი საარჩევნო სისტემის შემოღება სურთ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system