თავში

McDonalds-ის პურს აზერბაიჯანს საქართველო მიაწვდის

McDonalds-ის პურს აზერბაიჯანს საქართველო მიაწვდის

თბილისში ამერიკული კომპანიის "მაკდონალდსისთვის" აშენდება ახალი თანამედროვე პურის საცხობი ქარხანა. როგორც "მაკდონალდს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიმ ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, საწარმო გაიხსნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. ეს იქნება McDonalds -ის პურის საცხობი მეოთხე ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით. 

მისივე თქმით, ქარხანაში დაახლოებით 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

აქ გამომცხვარი ბურგერის პურის ექსპორტი პირველ რიგში განხორციელდება აზერბაიჯანში,სადაც არის მაკდონალდსის 22 რესტორანი.

დაგეგმილია პროდუქციის მიწოდება რუსეთის სამხრეთ ნაწილისთვისაც. პროდუქცია გავა სომხეთშიც. 

"ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა, McDonald’s-ის ტექნოლოგიით. ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრი McDonald’s-ის მომარაგების ერთიან რუკაზე გამოჩნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

წლიურად ქარხნის წარმადობა 60 მლნ ცალი ფუნთუშა იქნება. 

McDonald's Bread Factory პირველი მაკდონალდსის ქარხანაა რეგიონში. ის ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება და SQMS (supplier quality management system) სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქარხნის მოწყობა და დანადგარების მონტაჟი.

2021 წელს თემურ ჭყონიას გეგმაში აქვს 3 ახალი McDonald's-რესტორნის გახსნა საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system