თავში

McDonalds-ს სალათის ფოთოლს ქართველი ფერმერები მიაწვდიან

McDonalds-ს სალათის ფოთოლს ქართველი ფერმერები მიაწვდიან
McDonalds-ს  სალათის ფოთოლს ქართველი ფერმერები მიაწვდიან

USAID-ის ხელშეწყობით Smart Logistics-მა, უკვე მიიღო საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის სერთიფიკატი GlobalGAP და 40 ტონა სალათის ფოთოლი მიაწოდა "მაკდონალდსის" რესტორნებს საქართველოში. ამის შესახებ report.ge-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ორი კომპანია, სავარაუდოდ, 2021 წლის ზაფხულში მიიღებს სერთიფიკატს და კომპანიას სერტიფიცირებულ პროდუქციას მიაწვდის."კერძო სექტორთან თანამშრომლობის მსგავსი მაგალითები ქმნის სასიკეთო შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის შემოსავალების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში. ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს შორის კავშირების დამყარებით USAID მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც მაკდონალდს ადგილობრივი სალათის ფოთლით მომარაგება დასჭირდა, USAID-მა კომპანია სალათის სამ ადგილობრივ მწარმოებელთან დააკავშირა," - განუცხადეს report.ge-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, თბილისში ამერიკული კომპანიის "მაკდონალდსისთვის" აშენდება ახალი თანამედროვე პურის საცხობი ქარხანა. ეს იქნება McDonalds -ის პურის საცხობი მეოთხე ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით. წლიურად ქარხნის წარმადობა 60 მლნ ცალი ფუნთუშა იქნება. McDonald's Bread Factory პირველი მაკდონალდსის ქარხანაა რეგიონში. ის ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება და SQMS (supplier quality management system) სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მისივე თქმით, ქარხანაში დაახლოებით 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. აქ გამომცხვარი ბურგერის პურის ექსპორტი პირველ რიგში განხორციელდება აზერბაიჯანში,სადაც არის მაკდონალდსის 22 რესტორანი. დაგეგმილია პროდუქციის მიწოდება რუსეთის სამხრეთ ნაწილისთვისაც. პროდუქცია გავა სომხეთშიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system