თავში

მდ. ენგურზე განმუხური-დარჩელის ხიდი 3 მილიონი ლარი ჯდება

მდ. ენგურზე განმუხური-დარჩელის ხიდი 3 მილიონი ლარი ჯდება
მდ. ენგურზე განმუხური-დარჩელის ხიდი 3 მილიონი ლარი ჯდება

მდ. ენგურზე განმუხური-დარჩელის ხიდი 3 მილიონ ლარი ჯდება.

ამის შესახებ report.ge-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, 150 მეტრიანი ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

,,პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, მშენებელი კომპანიები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამჟამად ვიმყოფებით განმუხურში, სადაც მდინარე ენგურზე განმუხური დარჩელის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაშენებთ, აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system