თავში

მეჩაიეობის გამოწვევების შესასწავლად და დასაძლევად სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

მეჩაიეობის გამოწვევების შესასწავლად და დასაძლევად
მეჩაიეობის გამოწვევების შესასწავლად და დასაძლევად სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქნმა და წევრების პირველი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. 

სამუშაო ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია, ამბობს, არსებული სახელმწიფო პროგრამები ამ დარგის აღორძინებას ხელს უწყობს, თუმცა, დარგზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო ჯგუფთან ერთად იმ სტრატეგიის დასახვა, რომლის საშუალებითაც მეჩაიეობა უფრო სწრაფად აღდგება და აღორძინდება.

„ამიტომ, მოწვეული გვყავდა როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე მეწარმეები და მეცნიერები. ეს არის, ალბათ, პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია ამ საკითხის განხილვაში. მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ დარგის აღორძინება დასაქმებასთან მიმართებაშიც განვიხილოთ. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრები და ყველა იმ საკითხს და ინფორმაციას მოვუყრით თავს, რაც ამ დარგის აღორძინებისთვის არის საჭირო", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროგრამის ფარგლებში "ქართული ჩაი" მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია. პროგრამით განხორციელდა 168 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, ჯამური ინვესტიცია 419,192 ლარია.

სახელმწიფომ მეჩაიეთა თანადაფინანსება 90%-მდე გაზარდა. ოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

მთავრობა ჩაის კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებებს აგრძელებს. სარეაბილიტაციო ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. თუმცა, ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system