თავში

"მედიის ეკონომიკის" სწავლება იწყება

"მედიის ეკონომიკის" სწავლება იწყება
მედიის ეკონომიკის სწავლება იწყება

კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს.

ამის შეასხებ report.ge-ს კომინიკაციების კომისიიდან აცნობეს.

რაც შეეხება პროექტს „მედიის ეკონომიკა“, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტები განხორციელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system