თავში

მედიკამენტების ბაზრის რეგულირებამ შესაძლოა წამლების ხარისხი გააუარესოს

მედიკამენტების ბაზრის რეგულირებამ შესაძლოა წამლების ხარისხი გააუარესოს
მედიკამენტების ბაზრის რეგულირებამ შესაძლოა წამლების ხარისხი გააუარესოს

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია მთავრობის ინიციატივას ეხმიანება. ბიზნესგაერთიანებაში განმარტავენ, რომ მედიკამენტების ბაზრის რეგულირებამ შესაძლოა, ახალი პრობლემა წარმოშვას და მომხმარებელი კიდევ უფრო დააზარალოს.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე, გარკვეული მსუბუქი რეგულაციები შეიძლება შეეხოს მხოლოდ რეცეპტორულ წამლებს, წინააღმდეგ შემთხევაში, ბაზარზე სავალალო შედეგი დადგება

"არარეცეპრორული წამლების ნებისმიერი სახის რეგულაცია და ფასნამეტები გამოიწვევს ბაზარზე სავალალო შედეგს. დათქმა, რომ მოდი, ამ პრეპარატზე ეს პროცენტი დავაწესოთ ისეთივე ნეგატიურ შედეგს მოგვცემს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთის ფარმაცევტული ბაზრის გამოცდილება ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ არარეცეპტულ მიმართულებას. არის დიდი ალბათობა, რომ სახელმწოფოს ჩარევამ ბაზარზე პრეპატარების დეფიციტი ან მათი დაბალხარისხიანი ანალოგებით ჩანაცვლება გამოიწვიოს" - განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 შეგახსენებთ, მთავრობა ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებას გეგმავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს წამლების ფასების რეგულირების პოლიტიკა არ გააჩნია, რაც ნონსენსია. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს შემუშავებული პოლიტიკა, რითაც წამლების ფასები რეგულირდება. საქართველოს, ამ მხრივ, ჩამორჩენა აქვს, თუმცა მინისტრმა პირობა დადო, რომ რეალობა სულ მალე შეიცვლება და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნას სახელმწიფო გააკონტროლებს. 

ტიკარაძის განმარტებით, მთავრობა უახლოეს მომავალში შეიმუშავებს პოლიტიკას, მეთოდოლოგიას, რომლითაც ბაზარზე წამლის ფასები დარეგულირდება. მისი განმარტებიოთ, ამაში, უპირველესად, მოიაზრება საცალო გაყიდვებისა და აფთიაქების ახალი სისტემით რეგისტრაცია. მისივე თქმით, აუცილებელია, უსწრაფესად დაინერგოს GMP da GDP სტანდარტები.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, წარმოების ფასების რეგულირების მეთოდოლოგია ექსპერტებთან და ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციებით უნდა შემუშავდეს.

ცნობისთვის, დღეს ფარმაცევტული ბაზრის მთლიანი მოცულობის 88 % იმპორტზე მოდის. იმპორტის თანხა კი 400 მილიონი დოლარია, რაც ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, საგანგაშოდ მაღალი ნიშნულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system