თავში

მედიკამენტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა

მედიკამენტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა
მედიკამენტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა

მედიკამეტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა 2020 წელს, ხოლო სტაციონარული მომსახურებების ინფლაცია დაბალია.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარული მომსახურების ფასი ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით ნაკლებად რყევადია და 2012 წლიდან დაბალი ერთნიშნა წლიური ინფლაციით ხასიათდება.

ჯანდაცვის ექსპერტთა შეფასებით, მედიკამენტების ფასები 2010-20 წლების განმავლობაში მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. მიზეზად ლარის გაუფასურება, ინფლაცია და მედიკამენტების მსოფლიო ფასის მატება სახელდება, რადგან საქართველოში მედიკამენტების უმეტესობა იმპორტირებულია. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს პრობლემად წამლების სიძვირე სახელდება.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

 წლიურ ჭრილში 33%-ითაა გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. 

ლარის გაუფასურების გამო მედიკმენტების გაძვირებას ჯერ კიდევ სექტემბერში "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციაში" პროგნოზირებდნენ. მათი განმარტებით, ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია და სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა მიბმული. მედიკამენტის ფასში, როგორც წესი, შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა.

სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ მედიკამენტების გაძვირებას ხელი შეუწყო მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებამაც, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსაზრება, თითქოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული. უკვე გაზრდილ ფასებს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირებს.

ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი, 20 დღე იყო მოთხოვნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system