თავში

მედიკამენტების ფასებს სახელმწიფო დაარეგულირებს

მედიკამენტების ფასებს სახელმწიფო დაარეგულირებს
მედიკამენტების ფასებს სახელმწიფო დაარეგულირებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს წამლების ფასების რეგულირების პოლიტიკა არ გააჩნია, რაც ნონსენსია. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს შემუშავებული პოლიტიკა, რითაც წამლების ფასები რეგულირდება. საქართველოს ამ მხრივ ჩამორჩენა აქვს, თუმცა მინისტრი პირობას სდებს, რომ რეალობა სულ მალე შეიცვლება და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნას სახელმწიფო გააკონტროლებს.

მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობა უახკლოეს მომავალში შეიმუშავებს პოლიტიკას, მეთოდოლოგიას, რომლითაც ბაზარზე წამლის ფასებივ დარეგულირდება. მისი განმარტებიოთ, ამაში, უპირველესად, მოიაზრება საცალო გაყიდვებისა და აფთიაქების ახალი სისტემით რეგისტრაცია. მისივე თქმით აუცილებელია უსწრაფესად დაინერგოს GMP da GDP სტანდარტები.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა წარმოების ფასების რეგულირების მეთოდოლოგია ექსპერტებთან და ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციებით უნდა შემუშავდება.

ცნობისთვის, დღეს ფარმაცევტული ბაზრის მთლიანი მოცულობის 88 % იმპორტზე მოდის. იმპორტის თანხა კი 400 მილიონი დოლარია, რაც ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, საგანგაშოდ მაღალი ნიშნულია.

მინისტრის ინიციატივა დაგვიანებული უწოდა საერთაშორისო ფონდის "კურაციოს" წამყვანმა ექსპერტმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. მისი განმარტებით, აქამდე ხელისუფლებას ამას ერიდებოდა, რადგან სიშობდნენ, რომ ამით დაკარგავდნენ საბაზრო და ტავისუფალი სავაჭრო ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე, რაც იმთავითვე არასწორია. ექსპერტი განიხილავს კანადის მაგალითს, სადაც ფასის შემსწავლელი სპეციალური საბჭო ფუნქციონირებს და წარმატებითაც ართმევს თავს საფასო პოლიტიკის ფორმირებას.

"ფასების კონტროლი იმას არანაირად არ გულისხმობს, რომ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა აღარ ვიქნებით.ევროპაში მედიკამენტებზე ფასების ზრდის სფერო აბსოლუტურად რეგულირებადია და ეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების უხეშ რღვევასთან არანაირად არ უნდა გავაიგივოთ. მაგალითად, კანადაში მედიკამენტების ფასების შემსწავლელი სპეციალური საბჭო არსებობს, რომელსაც კონკრეტული კომპანია უნდა შეეკითხოს, ამა თუ იმ მედიკამენტზე ფასის ზრდა რამდენად არის შესაძლებელი. საბჭო შეისწავლის, რამდენად ადეკვატურია კონკრეტულ მედიკამენტზე ფასის ზრდა და კომპანიას ამის უფლებას შესაბამისად მისცემს“, – განაცხა მეგრელიშვილმა.

 მეგრელიშვილის აზრს იზიარებს სერგო ჩიხლაძეც. მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

"სამწუხაროდ, საქართველოს არცერთმა მთავრობამ ეს პრობლემა სათანადოდ არ აღიქვა და დღეს სახეზე გვაქვს ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე ბრენდული სააფთიაქო ქსელით, მრავალი წვრილი, არაბრენდირებული აფთიაქით, ასევე მრავალი საერთაშორისო მომწოდებლით, რაც, როგორც წესი, კონკურენტული გარემოს არსებობის საფუძველი უნდა იყოს, თუმცა, პარადოქსულია, მაგრამ პირიქით ხდება, - ძირითად სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასებს შორის სხვაობა რამოდენიმე თეთრია და ბაზრის დანარჩენი მოთამაშეებიც საფასო პოლიტიკას ბაზრის ბრენდულ აფთიაქებში არსებულ ფასებს უსადაგებენ. ეს პროცესი კი უკვე მრვალი წელია გრძელდება და ჩვენ ვერ ვხედავთ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. ვინაიდან მომხმარებელი უძლურია მედიკამენტებზე უსამართლოდ გაბერილი ფასების წინააღმდეგ. საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა სხვადასხვა მექანიზმებით," - განუცხადა Report, ge - ს დამოუკიდებელი ექსპერტი, ფარმაცევტული ბაზრის ანალიტიკოსი სერგო ჩიხლაძე.

ექსპერტს მოჰყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითები და ამბობს, რომ საფრანგეთსა და იტალიაში აუცილებელია მთავრობამ დააწესოს წამლის საბაზრო ფასი, იმ შემთხვევაში თუკი ფასები იზრდება, აუცილებელია მთავრობის თანხმობა. დიდ ბრიტანეთში წამალზე ფასის ზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ფირმის მოგება დაბანდებულ ინვესტიციაზე მცირეა. კანადაში ფუნქციონირებს სპეციალური სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული საბაზრო ფასების ობიექტურად დადგენას და კიდევ სხვა მრავალი მაგალითი არსებობს.

სერგო ჩიხლაძე Report, ge - ს უხსნის, რომ წამლების გაძვირების ერთერთი ბიძგი სარეცეპტო სისტემაზე გადასვლა გახდა. ექსპერტი ამბობს, რეცეპტული სისტემის შემოსვლის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა სარეცეპტოდ გასაცემი წამლების ფასი გააძვირეს.მ იმის მაგივრად, რომ სარეცეპტო სისტემას ეფექტიანად ემუშავა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა პირიქით, ეს სათავისოდ მოირგეს, ფასები კიდევ უფრო გაზარდეს და მოსახლეობის ჯიბეებს კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენეს.

ექსპერტი განმარტავს, რომ როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში ფასნამატის მიხედვით გარკვეული რეგულაციის დაწესება მიღებული პრაქტიკაა და თუ ასეთი პრაქტიკის არსებობიოს პირობებში ევროზონის ქვეყნებში ბიზნესი არ იჩაგრება, არ დაიჩაგრება ფარმაცევტული ბიზნესი არც საქართთველოში. მისი განმარტებიტ, შესაძლოა, ფასნამატების თემა პირველ ეტაპზე მტკივნეული და ძნელად განსასაზღვრია, მაგრამ ძალიან აუცილებელია. ჩიხლაძე პურველ ეტაპზე ხელისუფლებას ეტალონური ფასების პრინციპის ამოქმედებას ურჩევს. მისი თქმით, დადგება დრო, როცა სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლების გარკვეული კომპონენტი თავის თავზე უნდა აიღოს და თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ამას ვერ გაწვდება, რადგან ფარმაცევტული კომპანიები მაქსიმალური ზემოგების გაორმაგება-გასამმაგებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეგისტრირებულია სოციალური დახმარების მიმღებად, ხოლო პენსიონერთა შემოსავლის უდიდესი ნაწილი იხარჯება სწორედ მედიკამენტების შესყიდვაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთი მხრივ მედიკამენტებზე მოთხოვნა მზარდია, ხოლო მეორე მხრივ ფასები მუდმივად წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანს. ექსპერტთა მტკიცებით, ის შეუსაბამოა ქართველი, სოციალურად მოწყვლადი მომხმარებლის შემოსავლებთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system