თავში

მედიკამენტების თვითღირებულება 41%-ით გაიზარდა

მედიკამენტების თვითღირებულება 41%-ით გაიზარდა
მედიკამენტების თვითღირებულება 41%-ით გაიზარდა

2020 წელს 2016 წელთან შედარებით მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფინალურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში 2021 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი; 2021 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას - სულ 1238 აფთიაქი. 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ფლობს 927 აფთიაქს. შერჩეულ 6 სამკურნალო ჯგუფში, ფიქსირდება როგორც 1 კომპანიის მიერ ბაზრის 40% და მეტი წილის ფლობა და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ასევე, კომპანიათა ჯგუფის მიერ, რიგ შემთხვევებში კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით და სააგენტოს შეფასებით სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობაც.

სააგენტოს შეფასებით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით. 

"ფარმაცევტული ბაზარი ქვეყანაში მაღალკონცენტრირებულია - ბაზარზე ფიქსირდება როგორც დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები, ასევე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა. აღნიშნულს ემატება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი და ბაზრის ჰოლდინგური მოწყობა. ბაზრის ამგვარი სტრუქტურა ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გამომდინარეობდეს არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან, არამედ შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს. ამასთან, სააგენტოს მიერ მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ ჰოლდინგური ჯგუფების მიერ მეტწილად ხორციელდება ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ იმპორტირებული/წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია საცალო დონეზე, რაც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის 50%-ს და მეტს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system