თავში

მედიკამენტებს ლარის გაუფასურება აძვირებს

მედიკამენტებს ლარის გაუფასურება აძვირებს
მედიკამენტებს ლარის გაუფასურება აძვირებს

მედიკამენტებზე ფასების დინამიკის ზრდას ძირითადად სავალუტო კურსი იწვევს, ამის შეასხებ კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს. 

ცნობისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს 2019 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს დასკვნის მოსამზადებლად ორწლიანი გეგმის გასაჯაროვების ვადა  2020 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა, თუმცა ბაზრის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო აცხადებს. მათი განმარტებით, ბაზრის კვლევა კოვიდპანდემიამ შეაფერხა, რადგან ეკონომიკური აგენტების მოქმედებები პანდემიამ შეცვალა. სააგენტოს ინფორმაციით, სხვა ბაზრებთან შედარებით ფარმაცევტულ ბაზარზე შედარებით მაღალი კონცენტრაცია იკვეთება.

"ჩვენ აქტიურად ვამუშავებთ ბოლო 3-4 წლის ინფორმაციას. შერჩეული გვაქვს მედიკამენტების 6 ძირითადი ჯგუფი, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და რომელზეც ვიკვლევთ როგორც ფასთწარმოქმნას, ისე კონკრეტული კომპანიების წილებს და ბაზრის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე მომხმარებლის მხარეს იყოს ძალაუფლების ცენტრი, რადგან ეს აძლიერებს მხოლოდ კონკურენციას“- აცახდებს ლექვინაძე. 

სპეციალისტები წამლების უფრო მეტად გააძვირებას არ გამორიცხავენ.  წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება.

შეგახსენებთ, ქართულ წამლებზე მოთხოვნა იზრდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system