თავში

მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს შემოსავლებს - ხუნდაძე

მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს შემოსავლებს - ხუნდაძე
მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს შემოსავლებს - ხუნდაძე

"ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70% არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ესაა უმძიმესი ტვირტ. მედიკამენტებზე უკონტროლო ფასები ჭამს პენსიას, სოციალურ შემწეობას და ხშირად - ხელფასსაც", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. 

მისივე თქმით, ეკატერინე ტიკარაძის დაპირებაა,  რომ იქნება პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ხუნდაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური ნების თამასა კიდევ უფრო უნდა აიწიოს და საკითხის კონტროლში პრემიერი გახარიაც უნდა გააქტიურდეს. 

„ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70% არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი - ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, - ამბობს  დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, პრემიერი გახარია მედიკამენტების სიძვირეს აღიარებს და დასძენს, რომ ქვეყანაში მედიკამენტები აუცილებლად უნდა გაიაფდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system