თავში

მეფუტკრეები ირაკლი ლექვინაძეს ვალის დაბრუნებას სთხოვენ

მეფუტკრეები ირაკლი ლექვინაძეს ვალის დაბრუნებას სთხოვენ
მეფუტკრეები ირაკლი ლექვინაძეს ვალის დაბრუნებას სთხოვენ

მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე, გოგა ციცქიშვილი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს მეწარმეებისთვის თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებს. 

როგორც ციცქიშვილმა პრესკლუბ "მთავარში" დღეს პრესკონეფერენციაზე განაცხადა, საქმე ეხება აჭარელ მეფუტკრეებს, რომლებისგანაც ირაკლი ლექვინაძის კუთვნილმა სადისტრიბუციო კომპანიამ თაფლი წაიღო, თუმცა თანხას ამ დრომდე არ გადაუხდია. დავალიანების ოდენობა უკვე 50 ათას ლარს შეადგენს.

„არსებობდა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ამ მეფუტკრეებისგან იღებდა პროდუქციას და არიგებდა სხვადასხვა სუპერმარკეტებში, თუმცა ფორმატი ასეთი იყო - მეწარმეები აწვდიდნენ სადისტრიბუციო კომპანიას თაფლს, მათ შეჰქონდათ ქსელებში, შემდეგ კი ურიცხავდნენ თანხას საწარმოებს. გარკვეული პერიოდი თანამშრომლობა პირნათლად მიდიოდა, თუმცა ეს შეწყდა 2018 წლიდან და მეფუტკრეებისთვის გადასახდელი დავალიანება უკვე 50 ათას ლარამდე ავიდა. მე ვესაუბრე მეფუტკრეებს და მითხრეს, რომ სადისტრიბუციო კომპანია მეწარმეებს ეუბნება, რომ ქსელურ სუპერმარკეტებს აქვთ დავალიანება მათი ვალი და შესაბამისად, მეწარმეებს თანხას ვერ გადაუხდიდა, თუმცა მე გადავამოწმე და ქსელურ სუპერმარკეტებს პროდუქციაში თანხა გადახდილი აქვთ და ვალი მხოლოდ 2000 ლარს შეადგენს“, - ამბობს გოგა ციცქიშვილი და დასძენს, რომ შპს „გაყიდვების მართვის კომპანიამ“ ფუნქციონირება შეაჩერა 2018 წლიდან, დაიტოვა მეფუტკრეების ვალი, თუმცა ქსელურებიდან ფინანსური სარგებელი მიიღო.

ციცქიშვილის მტკიცებით, ირაკლი ლექვინაძის სახელზე დარეგისტრირებულია 14 შპს. მინიმუმ 7-8-ს აქვს დავალიანებები მეწარმეების და კერძო პირების მიმართ. როგორც ციცქიშვილი ამბობს, საკითხთან დაკავშირებით ლექვინაძე საქმის კურსშია. მისივე თქმით, ლექვინაძე ვალის არსებობას ადასტურებს, თუმცა ლექვინაძე ამტკიცებს, რომ თავად მისი მფლობელი აღარ არის მას სემდეგ, რაც ბიზნესომბუდსმენი გახდა. 

გოგა ციცქიშვილი ამტკიცებს, რომ „გაყიდვების მართვის კომპანიაზე" ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრში 2017 წელს ფიქსირდება, დოკუმენტების მიხედვით "გაყიდვების მართვის კომპანიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა სამუშიაა, 50%-იანი წილის მფლობელი კი არის ირაკლი ლექვინაძე. 

მეწარმეთა კავშირი ამტკიცებს, რომ დაზარალებულები არიან ფერმერები, რომელთა ნაწილმა ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა, აღარ ჰყავთ ფუტკარი და ამაში ლექვინაძეს ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობამდე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system