თავში

მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 1-ელი იანვრიდან მოუწევთ

მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 1-ელი იანვრიდან მოუწევთ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომლის მიხედვით, მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 1-ელი იანვრიდან მოუწევთ.

რეგულაცია 2020 წლის 1 იანვარს ან შემდგომ დაწყებულ საანგარიშგებო პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებებზე გავრცელდება.

ამ კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა  ამ კატეგორიის კომპანიებს მთავრობამ ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებები გადაუვადა. როგორც მაშინ ფინანსთა მინისტრმა განმარტა, კომპანიებს  ახალ სტანდარტებზე გადასვლის ადამიანური და ტექნიკური რესურსის პრობლემა ჰქონდათ და ეს პრობლემა მთავრობამ გაითვალისწინა. 

ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები ოთხ კატეგორიად იყოფა. მეოთხე კატეგორიაში ხვდება 2 მლნ-მდე ბრუნვის მქონე კომპანიები, რომელთაც 10-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

ცნობისთვის, მეოთხე კატეგორიის საწარმო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, კი არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

მეოთხე კატეგორიაში არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალური მეწარმე: კანონის მიხედვით ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა სავალდებულოა სუბიექტებისათვის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი არის 1-ლი, მე-2 ან მე-3 კატეგორიის წარმომადგენელი.

კომპანიის კატეგორიის განსაზღვრა შეგიძლიათ მარტივად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საიტზეც.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება აწარმოოს მსს ფასს სტანდარტის მიხედვით, თუმცა მას უფლება აქვს აღრიცხვა და ანგარიშგება აწარმოოს ფასს (IFRS) სტანდარტების მიხედვითაც. ფასს და მსს ფასს სტანდარტები ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ IFRS - ის ოფიციალურ საიტზე.

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის შემუშავებული სტანდარტი მოიცავს 19 განყოფილებას:

1) მოქმედების სფერო

2) დაშვებები და ძირითადი პრინციპები

3) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

4) სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

5) ფინანსური ინსტრუმენტები

6) მარაგები

7) გრძელვადიანი აქტივები

8) ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

9) არაფინანსური აქტივების გაუფასურება

10) იჯარა

11) ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

12) საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთან

13) ამონაგები მომხმარებლებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან

14) სახელმწიფო გრანტები

15) დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები.

16) მოგების გადასახადი

17) უცხოური ვალუტა

18) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები

19) წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system