თავში

მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა გამარტივებული ანგარიშგება 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ

მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა
მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა გამარტივებული ანგარიშგება 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ

2019 წლის 1 ოქტომბრისთვის მე-4 კატეგორიის საწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული ფორმით წარდგენის ბოლო ვადა აქვთ. 

დღევანდელი მდგომარეობით კომპანიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო რესურსებისა თუ კომპეტენციის შეძენისთვის ზრუნვის პროცესშია. აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში სჯერათ, რომ მე-4 კატეგორიის კომპანიების მხარდაჭერა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ კანონით დაკისრებული ვალდებულების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

სწორედ ამიტომ, BDO-მ ახლა უკვე სპეციალურად მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი გამოყო. მათთვის მომზადდა სპეციალური შეთავაზება, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ პროფესიონალური, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

ცნობისთვის, მეოთხე კატეგორიის საწარმო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, კი არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

მეოთხე კატეგორიაში არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალური მეწარმე: კანონის მიხედვით ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა სავალდებულოა სუბიექტებისათვის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი არის 1-ლი, მე-2 ან მე-3 კატეგორიის წარმომადგენელი.

კომპანიის კატეგორიის განსაზღვრა შეგიძლიათ მარტივად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საიტზეც.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება აწარმოოს მსს ფასს სტანდარტის მიხედვით, თუმცა მას უფლება აქვს აღრიცხვა და ანგარიშგება აწარმოოს ფასს  (IFRS) სტანდარტების მიხედვითაც. ფასს და მსს ფასს სტანდარტები ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ IFRS - ის ოფიციალურ საიტზე.

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის შემუშავებული სტანდარტი მოიცავს 19 განყოფილებას:

1) მოქმედების სფერო

2) დაშვებები და ძირითადი პრინციპები

3) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

4) სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

5) ფინანსური ინსტრუმენტები

6) მარაგები

7) გრძელვადიანი აქტივები

8) ბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

9) არაფინანსური აქტივების გაუფასურება

10) იჯარა

11) ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

12) საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთან

13) ამონაგები მომხმარებლებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან

14) სახელმწიფო გრანტები

15) დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები.

16) მოგების გადასახადი

17) უცხოური ვალუტა

18) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები

19) წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system