თავში

მერძევეობა გამოწვევებს ვერ პასუხობს

მერძევეობა გამოწვევებს ვერ პასუხობს
მერძევეობა გამოწვევებს ვერ პასუხობს

ეპიდემიამ მერძევეობის სფეროზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, რძის წარმოების კლება ოფიციალურად ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა მერძევეების ცნობით, პრობლემაა მცირე წარმოებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ ფასზეც აისახება. ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერი გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, რომ მცირე წარმოების გამო პროდუქტის შესყიდვა უფრო და უფრო უჭირს. მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქონლის პროდუქტიულობამაც იკლო, რაზეც ყურადღება ნაკლებადაა გამახვილებული.

,,მერძევეობაში ნამდვილად მძიმე წელია, ეპიდემიამ ძალიან დაგვაზარალა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს პროგრამები ამუსავდა და დარგს ამ მხრივ მახრდაჭერა არ დაკლებია, ვირუსის გავრცელების გამო მოსახლეობაც ნაკლებად შრომისუნარიანია, რაც საბოლოოდ წარმოების ტემპზეც აისახება. თუმცა მთავარი გამოწვევა მაინც შემცირებული წარმოებაა. რაც შეიძლება ბევრი რძის დამამზადებელი საწარმო უნდა გაიხსნას, რის ინტერესიც არის, ხალხი მონდომებულია და ალბათ, მომამავლი წლიდან მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები კიდევ უფრო გააქტიურდება. წელს, რაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა, მაგრამ დიდი პოტენციალია, რომელიც უნდა ავითვისოთ, ფერმერი ამას დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს. წარმოება იმდენად შემცირდა, რომ ნახევარსაც ვერ ვაწარმოებ იმასთან შედარებით, რაც შარშან ამ დროს იყო. ნედლი რძე ძვირდება და ამასაც ლარის კურსს უკავშირებენ, რის საფუძველსაც ვერანაირად ვერ ვხედავ.  გლეხის პროდუქტზე სავალუტო ბაზრის გავლენა არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ  ქართული სამომხმარებლო ბაზარი არაადეკვატური ტენდენციებით ხასიათდება, რაც სამომავლოდ ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ამ ეტაპზე 1 ლ. რძის საბითუმო ფასი 1,40 ლარია, შარშანდელთან შედარებით სხვაობა 10-15 თეთრის ფარგლებშია. არ გამოვრიცხავ მცირედით გაიაფდეს, რადგან ზამთღის პერიოდი რძისა და რძის პროდუქტებისთვის ყოველთვის სიძვირით გამოირჩევა და ახლაც ფასზე დიდწილად სეზონური ფაქტორი მოქმედებს", - ამბობს report.ge-თან გიორგი გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან, ნოემბრის მდგომარეობით,  დამტკიცებულია 369 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 22 მლნ ლარი. რძის ნაწარმი 8%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება წარმოებას, საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system