თავში

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 22 მლნ ლარია

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 22 მლნ ლარია
მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 22 მლნ ლარია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20 ნოემბრის მონაცემებით, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 369 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 22 მლნ ლარი.

აქამდე მერძევეობის თანადაფინანსებაზე ნაკლები მოთხოვნა ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ორ თვეში მერძევეობის სახელმწიფო პროგრამაზე მოთხოვნა გააქტიურდა. სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ 6 მოემბრეს მოწოდებული მონაცემებით, მერძევეობის თანადაფინანსებას სახელმწიფოს სთხოვდა 255 ფერმერი (ფიქსირდებოდა 255 განაცხადი), ხოლო  სახელმწიფოს თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს უტოლდებოდა.

შეგახსენებთ, საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა.  2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.

რძე და რძის პროდუქტები როგორც თვიურ ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system