თავში

მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო

მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო
მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო

საქართველოს 6 რეგიონში მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო. 

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ახალ პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) აფინანსებს.

პროგრამის განხორციელებისთვის 16 მილიონი ევრო გამოიყო, საიდანაც ნაწილი გრანტია, ნაწილი კი, შეღავათიანი სესხი.

თანადაფინანსება 40-დან 80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი 8 000 ლარია, მაქსიმალური კი, 195 ათასი ლარი.

სამიზნე ჯგუფები ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერები არიან, რომლებსაც ჰყავთ სულ მცირე ხუთი, ხოლო მაქსიმუმ 20 მეწველი საქონელი.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ძირითადი საშუალებების შეძენა. 

რძის პირველად მწარმოებელს შეუძლია, მოითხოვოს თანადაფინანსება საწველი დანადგარის შესაძენად ან პირუტყვის სადგომის რემონტისთვის. 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ინფორმაციით, თავდაპირველად პროგრამის გავრცელების არეალი მხოლოდ სამ რეგიონს მოიცავდა, თუმცა მთავრობასა და ფონდს შორის გამართული მოლაპრაკების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ სამი რეგიონი დამატებოდა და ჯამურად, ახალი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ექვს რეგიონში განხორციელდება: იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში. 

მერძევეობის მხარდაჭერის პროგრამა ექვს წლიანია. თანადაფინანსების მოსაპოვებლად ფერმერებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა, ბენეფიციარი იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე, სიახლე ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზეც. 

ახალი პროგრამა აპრილის ბოლოდან ამოქმედდა და ამ დროისთვის სააგენტოში ოთხი განაცხადია შესული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system