თავში

მერებს მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის პირობების შეცვლის ან გაუქმებისთვის დრო 1 სექტემბრამდე აქვთ

მერებს მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის პირობების
მერებს მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის პირობების შეცვლის ან გაუქმებისთვის დრო 1 სექტემბრამდე აქვთ

მერებს უფლებამოსილება ეძლევათ, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღონ გადაწყვეტილება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისათვის პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას უკვე მიეცა და ეს შესაძლებლობა პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ, ახლა უკვე ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

შესაბამისი ცვლილებები “ ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რაც თავის მხრივ, კოვიდ პანდემიას უკავშირდება.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეფერხდა, რაც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებთა მხრიდან ნაკისრი პირობების შესრულებას ართულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასურველია დაწესდეს გარკვეული შეღავათები ბიზნეს სექტორისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system