თავში

მერია ელბაქიძეზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას განიხილავს

მერია ელბაქიძეზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას განიხილავს
მერია ელბაქიძეზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას განიხილავს

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ცენტრ პლაზა“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპირებს. თბილისის მერია კომპანიის მიერ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება უკვე წარადგინა. გეგმას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი განიხილავს.

პროექტი ელბაქიძის აღმართთან მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 17-სართულიანი 5 შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო და საოფისე ფართები შეიძლება განთავსდეს. პროექტი ითვალისწინებს ასევე 400 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას. საპროექტო ტერიტორია 7 მიწის ნაკვეთისგან შედგება, საიდანაც ერთ-ერთი სს თელასის მფლობელობაშია, რაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკება. წინასწარი გათვლებით, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი დაახლოებით, 65 მლნ დოლარია. მათი თქმით, პირველ ეტაპზე მოხდა პროექტის მოცულობის შეთანხმება მერიის ისტორიულ საბჭოსთან. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კი, დარჩენილია (განაშენიანების რეგულირების გეგმა) გრგ დავალების მიღების, 2 გრგ-ის შეთანხმების და პროექტის შეთანხმების პროცედურები.

რაც შეეხება თავად კომპანია „ცენტრ პლაზას“, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, „ცენტრ პლაზას“ 100%-იან წილს „ესარჯი რიალ ისთეითი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული კომპანია „კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედია“. თავის მხრივ, ეს კომპანია რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს, მათ შორის მის საკუთრებაშია „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-იანი წილი.

"უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია პროექტის მოცულობა და სართულიანობა და არა რენდერები. საქანელას ქუჩის ტერიტორია 2007 წლიდან იმყოფება „სილქ როუდ ჯგუფის საკუთრებაში. ამ წლების განმავლობაში ამ ტერიტორიის რამდენიმე პროექტი მომზადდა. გავრცელებულ ფოტოებზე ასახულია მოცულობები, რომელიც მოამზადა ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია “მიდამომ" ისტორიული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. პროექტში ჩართულია მსოფლიო დონის გერმანული კომპანია "გრაფტი", რომელიც ასევე არის სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიის" ავტორი. ზოგადად, ამ პროექტის დამუშავება ხდება რესპუბლიკის მოედნის ერთიანი განვითარების ფარგლებში, რაზეც უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, - აცხადებს გიორგი მარრი,- „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების პროექტების დირექტორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system