თავში

მესაქონლეობის ქართული ბაზარი ფრანგებმა გამოიკვლიეს

მესაქონლეობის ქართული ბაზარი ფრანგებმა გამოიკვლიეს
მესაქონლეობის ქართული ბაზარი ფრანგებმა გამოიკვლიეს

“ჩვენ ვთხოვეთ ფრანგებს, რომ გაკეთებულიყო საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა, ეს საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ დააფინანსა," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა. სახეზეა ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის ჯიშის, ახალი ლოტი, რომელიც მთიან ცივ კლიმატს კარგად ეგუება, სსწორედ კვლევამ დაადგინა, რომ დმანისის კლიმატი სალერსის ჯიშის საქონლისთვისაა თავსებადი. სწორედ დმანისში,  სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის, ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა GREEN ALLIANCE-მა დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. საერთო ჯამში დაგეგმილია 20 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ცოდნა ადგილობრივ ფერმერებს გადაეცეთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასის ინფორმაციით, ევროკავშირს და საფრანგეთს საქართველოში ფერმერების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მისივე თქმით, 2018 წლის შემდეგ, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებით 12 ფერმერი სარგებლობს, მალე ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system