თავში

მესამე ქვეყნის ფაქტორი ქართულ-თურქულ ეკონომიკაში

მესამე ქვეყნის ფაქტორი ქართულ-თურქულ ეკონომიკაში
მესამე ქვეყნის ფაქტორი ქართულ-თურქულ ეკონომიკაში

საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება 2008 წლის პირველი ნოემბრიდან გაფორმდა. ამ დროს ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს “დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა 2016 წლის ზაფხულში გაიმართა და ხელი მოეწერა „ანკარის განცხადებას “, სადაც მიმოხილულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი ასპექტი.

"ორი ქვეყნის თანამშომლობა ტურიზმისა და ენერგეტიკის კუთხითაც საინტერესოა. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის, საშუალებას იძლევა, რომ მაგალითად: საქართველოში პროდუქტის წარმოებაში გამოყენებულ იქნას თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი ნედლეული ისე, რომ ზემოაღნიშნული ნედლეული ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად. შესაბამისად, მიღებული საბოლოო პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობის ზრდას მხარეებს შორის,"  -აღნიშნულია ანალიტიკოსების, ვახტანგ ჭარაიას, შოთა გულბანისა და ოთარ ანგურიძის ნაშრომში "თურქეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში".

სპეციალისტების განმარტებით, ქართულ-თურქულ ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არამედ მოვლენები, რომლებიც მესამე ქვეყნების გავლენიდან გამომდინარე პირდაპირ აისახება ქართულ-თურქულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

"აღსანიშნავია ბოლო წლების სისტემატიური დაძაბულობა თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც თავის მხრივ გავლენის მომხდენია საქართველოზეც. შესაძლოა, ეს გამოწვევა საქართველომ თავის სასიკეთოდაც გამოიყენოს ცალკეულ მიმართულებებში, თუმცა თურქეთის არასტაბილურობა ჯამურად საქართველოს კეთილდღეობის გარანტი ვერ იქნება" ,- ვკითხულობთ ნაშრომში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system