თავში

მეშახტეები უსაფრთხოების შესახებ დასკვნას ელოდებიან

მეშახტეები უსაფრთხოების შესახებ დასკვნას ელოდებიან
მეშახტეები უსაფრთხოების შესახებ დასკვნას ელოდებიან

ტყიბულის შახტაში დამხმარე ლიფტის უსაფრთხოებას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დილიდან ამოწმებენ. მათ მიერ გაკეთებულ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა შრომის გარემო და შეძლებენ თუ არა მეშახტეები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. თუმცა, ეს არ არის მეშახტეების მთავარი მოთხოვნა. ისინი დამსაქმებლისგან მათივე ხელფასებიდან ჩამოწერილი და კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტიდან დაბრუნებული 20 პროცენტის დარიცხვას ითხოვენ. ამის შესახებ report.ge-ს მეშახტე გაგა ისაკაძემ აცნობა.

,,3 დღის წინ შახტაში მომხდარმა ინციდენტმა, დაგვანახა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის გამო 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. შესაბამისად, უარი განვაცხადეთ სამუშაოს გაგრძელებამდე, სანამ უსაფრთხოების ზომებს არ მიიღებენ. უნდა ვიცოდეთ, რამდენად უსაფრთხოა დამხმარე ჭაური და შეიძლება თუ არა მისი გაშვება ექსპლუატაციაში. ტექნიკური სამსახურის ჯგუფი ადგილზე ამ მომენტშიც მუშაობს და ამთ დასკვნას ველოდებით. იმედია, საშემოსავლო თანხასთან დაკავშირებითაც კომპანია გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს", - აღნიშნა ტყიბულელმა მეშახტემ.

მეშახტეებს საკუთარი უფლებების დაცვაში ,,გაერთიანებული პროფკავშირები" ეხმარება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, როგორც უსაფრთხოების, ასევე შრომითი ურთიერთობების მხრივ, სერიოზული პრობლემაა.

,,უსაფრთხოების მიმართულებით შახტებში გარკვეული ზომები მიღებულია, მაგრამ აშკარაა, რომ საკმარისი არ არის. არსებული მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია, ამიტომ ინვესტორ კომპანიებს უჭირთ ამ ხარჯის გაწევა. თანაც, ამოღებული ქვანახშირის რეალიზაციის რისკიც დადგა და მუდმივად არის უკმაყოფილება. ცალსახაა, რომ 1 ოქტომბრის მერე, რაც ახალი კომპანია მოვიდა, შრომის პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა. საბედნიეროდ, სასიკვდილო საწარმო შემთხვევა არ მომხდარა,მაგრამ ესეც მხოლოდ იმის გამო, რომ საწარმოო პროცესი შემცირებულია და სახელმწიფოს მხრიდანაც წესები მკაცრად კონტროლდება", - განაცხადა report.ge-თან საუბრისას დოლაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები გუშინ გაიფიცნენ. ე.წ. ძიძიგურისა და მინდელის შახტაში დასაქმებულებმა, საპროტესტო აქცია ადმინსტრაციის შენობასთან გამართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system