თავში

მეთხილეებმა წელს 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

მეთხილეებმა წელს 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს
მეთხილეებმა წელს 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

წელს თხილის მოსავალი, წლების შემდეგ, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ყველაზე წარმატებულია.

როგორც „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი გიორგი თოდუა აცხადებს, სამეგრელოში წელს მეთხილეობის მიმართულებით გაიხსნა 13 ახალი და გაფართოვდა ასევე 13 აგროსაწარმო და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

მისი ინფორმაციით, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული. 

თოდუას განმარტებით, საქართველოში თხილის გადამუშავების ყველა ტექნოლოგიაა დანერგილი: გარჩეული, დაფქვილი, თხილის პასტა და სხვა, რაც ქვეყანას უქმნის საექსპორტო უპირატესობებს ევროკავშირის ბაზრებზე. 

"სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში გადის ქართული თხილის დიდი ნაწილი. პანდემიის მიუხედავად მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს," - აცხადებს „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება. ქართული თხილის ექსპორტი ხორციელდება: გერმანიაში (1096,9 ტონა), იტალიაში (636,7 ტონა), ჩეხეთში (220,3 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (126 ტონა), ლიეტუვაში (101 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (229,5 ტონა), რუსეთი (160 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (80,5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (39,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

ცნობისთვის, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში" გაწევრიანებულია 25 000 ფერმერი, რომელთაც აგრო კულტურის მოვლის და აგრო კალენდრის შესრულების უნარჩვევები გამოუმუშავდათ, გადამზადდა 150 აგროკონსულტანტი, ასოციაციას სახელმწიფომ გადასცა 2 500 ერთეული თხილის შესაწამლი აპარატი.

"კომპლექსურმა მიდგომამ 50 ათას ტონამდე თხილის გამომუშავების რესურსი გამოაჩინა. ფასი კი, ხარისხის ხარჯზე 15-20 % ით გაიზარდა. 50 ათასი ტონა თხილი ნიშნავს საშუალოდ 300 მილიონ ლარს, რომელიც დასავლეთ საქართველოს მეთხილეების ოჯახებში შევა,-აცხადებს გიორგი თოდუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system