თავში

მეწარმეებს გადასახადის გადავადების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეძლევათ

მეწარმეებს გადასახადის გადავადების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეძლევათ
მეწარმეებს გადასახადის გადავადების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეძლევათ

მეწარმე სუბიექტებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადავადებული ჰქონდათ და რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. 

მათი განმარტებით საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება.

გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები.

შემოსავლების სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მიღებული განაცხადების დამუშავების პროცესი და გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით.

ანტიკრიზისული გეგმის ახალ ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები.

ცნობისთვის, უწყების მიერ იდენტიფიცერებული კომპანიების მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system