თავში

მეწარმეებს მთავრობა დღგ-ს უკან დაუბრუნებს

მეწარმეებს მთავრობა დღგ-ს უკან დაუბრუნებს
მეწარმეებს მთავრობა დღგ-ს უკან დაუბრუნებს

ყველაფერთან ერთად, გვესმის, რომ მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. 

მისივე თქმით, პირველი არის ის, რომ ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.

„ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს, როგორც კი, პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე და მოთხოვნის გარეშე, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, დამატებით 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებში ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით – ავტომატური დაბრუნება და დამატებითი 600 მილიონი ლარის დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს არ არის ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისული გეგმა, ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა. 

მთვარობის მეთაურმა განმარტა, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის კერძო სექტორი, თუმცა დღეს მთავრობა სკორონავირუსის გამო სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე უწევს ზრუნვა.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები. 

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system