თავში

მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესგეგმების მიღება დღეს სრულდება

მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესგეგმების მიღება დღეს სრულდება
მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესგეგმების მიღება დღეს სრულდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებისთვის ბიზნესგეგმების მიღება სრულდება დღეს 00:00 საათზე.

ამის შესახებ report.ge-ს სააგენროდან "აწარმო საქართველოში" აცნობეს. სააგენტო აპლიკანტების საყურადღებოდ აცხადებს, რომ აპლიკაციის გამართულად მუშაობისთვის უმჯობესია გამოყენებული იქნას Google Chrome, Mozilla Firefox ან Opera.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზზე -1525, ან ონლაინ ჩატში - www.enterprise.gov.ge, ან სულაც  სოციალური ქსელში “Facebook” - პირად შეტყობინებებში. 

მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე განაცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტები განიხილავენ. წელს საგრანტო პროგრამაზე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, კერძოდ განაცხადი შეავსო 26 307 მეწარმემ. აქედან გამომდინარე, განაცხადების რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად დაწესდა მაღალი გამსვლელი ქულები.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system