თავში

მეწარმის გამოწვევა ეპიდემიის პერიოდში

მეწარმის გამოწვევა ეპიდემიის პერიოდში
მეწარმის გამოწვევა ეპიდემიის პერიოდში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხის საამქრო ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ერთ-ერთი წარმატებული წარმოებაა, რომელიც ეპიდემიის გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მეწარმე პაატა რაჭველიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ არის საფრთხე, ბიზნესი გაჩერდეს, რადგან მოთხოვნა მინიმუმამდე დაეცა.

ცნობილი პროექტის ბენეფიციარი ითხოვს, რომ სესხი გადაუვადდეს. 

,,არსებული პროექტების განხორციელება შეფერხდა და გამოსავალს ვეძებ, რომ წარმოების ხაზი გავაგრძელო.  არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ვმუშაობთ, ჯანმო-ს რეკომენდაციას ვითვალისწინებთ და სამუშაო პროცესში დისტანციისა და მომუშავეთა რაოდენობის მხრივ სტანდარტი დაცულია.  ახალი წარმოება სულ ახლახან დავიწყეთ და არ გვინდა გავჩერდეთ. ქარხანა მთლიანად უახლოესი ტექნოლოგიებით არის აშენებული.ამშენებლო და სასტუმრო ბიზნესში შექმნილი ვითარების გამო რეალიზაცია შეწყდა. შესაბამისად, კრედიტის დაფარვის მხრივაც პრობლემა გვაქვს", - ამბობს მეწარმე.

,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, ხის საამქრო 650 ლარიანი ინვესტიციით აშენდა. 

,,მუშაობა ჩვეულებრივ რეჟმში რომ გაგვეგრძელებინა, სესხს 2 წელიწადში ვფარავდით, მაგრამ ახლა ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვცდილობ მივაღწიოთ ბანკთან შეთანხმებას, რომ ვალი წლების მიხედვით გადამინაწილონ.  ამ ეტაპზე ხის საამქროში - 60 მუშახელია. ამ კადრის შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ეპიდემიის შემდგომი სიტუაცია საქართველოში", - აცხადებს მეწარმე report.ge-თან საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system