თავში

მევენახეებმა წელს 310 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

მევენახეებმა წელს 310 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს
მევენახეებმა წელს 310 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

წელს საქარველოს ყურძნის ძირითად სამრეწველო რეგიონებში, როგორიცაა კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი, ინდუსტრიულად გადამუშავებულია 280 ათასი ტონა ყურძენი. 

ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის რთველის შეჯამებისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ინდუსტრიულად გადამუშავებუოლ 280 ათას ტონაში არ შედის ყურძნის ის მოცულობა, რომელიც შინამეურნეობებმა გადაამუშავეს. ასევე, აქ არ შედის ქართლისა და იმერეთის, ქვემო ქართლის მონაცემები, რომელიც, როგორც წესი, უფრო სამოყვარულოა.

მინისტრის თქმით, მოსავალი წელს 25 ათასმა მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათ ჯამში 310 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც მინისტრის შეფასებით, უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვია. 

"წლევანდელი წელი არაორდინალური და გამოწვევებით სავსე იყო.  ის სამუშაოები, რაც სახელმწიფომ გასწია მევენახეები-მეღვინეების დასახმარებლად, იყო აუცილებელი, რომ მოსახლეობა არ დარჩენილიო ბედის ანაბარა. რთველის პიკის პერიოდში დაახლოებით 17 ათასი ტონა ყურძენი მუშავდებოდა, რაც რეკორდია და, ბუნებრივია, იყო რიგები. რიგები რთველს ყოველთვის ახლავს თან. რიგები იყო ადრეც და იქნება მომავალშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნიშნავს იმას ნიშნავს, რომ პროცესი დინამიურია, არსებობს ჩაბარება-გადამუშავების რესურსი ქვეყანაში. მთავარია, რომ ქვეყანაში ჩაბარების და გადამუშავების რესურსი არსებობს, რომელიც 2020 წელს უფრო გაიზარდა, რადგან, გარდა საბრუნავი საშუალებებისა, ჩვენ, პანდემიის გამო, სტიმულირება გავაკეთეთ და კერძო კომპანიებისთვის წავახალისეთ ძირითადი საშუალებების შეძენა, რომ გაზრდილიყო ტევადობები, მოცულობები და საწარმოო სიმძლავრეები," - განაცხადა ლევან დავითასვულმა და დასძინა, რთველი წარმატებით დასრულდა. მისივე შეფასებით,  საქართველომ წარმატებით გაართვა თავი იმ გამოწვევებს, რაც მევენახეობის სექტორში მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაატყდა თავს პანდემიის გამო. 

ჯამში წელს გადამუშავდა 175 ათასი ტონა "რქაწითელი", რაც მთავარი ინდუსტრიული ჯიშია ქვეყანაში. გადამუშავებულია ასევე 80 ათასი ტონა "საფერავის" ჯიშის ყურძენი, 5 ათასი ტონა "კახური მწვანე" და 3 ათას ტონაზე მეტი "ქისი", 2 400 ტონა "ალექსანდროყული" და "მუჯურეთული" რაჭაში, რითაც მზადდება ხვანჭკარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system