თავში

მეზღვაურები პროფესიულ მოვალეობას შეუფერხებლად შეასრულებენ

მეზღვაურები პროფესიულ მოვალეობას შეუფერხებლად შეასრულებენ
მეზღვაურები პროფესიულ მოვალეობას შეუფერხებლად შეასრულებენ

„ყველა მეზღვაურის საბუთი, იქნება ეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ახალი რეგულაციების კომენტირებისას, რომლებიც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.

თამარ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საერთაშორისო საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მეზღვაურები გამოცხადდეს ე.წ. "ძირითად პროფესიად" (key workers), რომელზეც შეზღუდვები არ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებები არ შეილახოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბუთების ვადა 90 დღით გაეგრძელებინა იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც გემზე არიან და შექმნილი მდგომარეობის გამო გაუგრძელდათ კონტრაქტი და/ან ვერ ახერხებდნენ გემიდან ჩამოსვლას. ახალი რეგულაციები ასევე დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system