თავში

მგონია, რომ ლარს დადებითი მოლოდინები გაამყარებს - ფინანსთა მინისტრი

მგონია, რომ ლარს დადებითი მოლოდინები გაამყარებს - ფინანსთა მინისტრი
მგონია, რომ ლარს დადებითი მოლოდინები გაამყარებს - ფინანსთა მინისტრი

"მგონია, რომ ლარზე ეკონომიკაში გაჩენილი დადებითი მოლოდინები მოლოდინები პოზიტიურად აისახება“, - ასეთი პროგნოზი აქვს ფინანსთა მინისტრს ლარის კურსთან დაკავშირებით. დადებით მოლოდინად კი ლაშა ხუციშვილმა დაასახელა რეგულაციების შემსუბუქება და ტურიზმის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის ტემპი. 

"შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება და ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე. ეკონომიკასთან მიმართებაში ყოველდღიურად ხდება შემსუბუქება. დღეს გადაწყდა, რომ კომენდანტის პერიოდი შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე უკეთესია, ვიდრე მოლოდინები იყო წლის დასაწყისში და იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ამ შაბათ-კვირიდან, წესების დაცვით, შესაძლებელი იქნება რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და უკვე დღეიდან შეზღუდვა დაიწყება 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა.  ბიზნესი შეზღუდვების შემსუბუქებას იწონებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system