თავში

Microsoft-ის ახალი ნოუთბუქები მზის ენერგიაზე იმუშავებს

Microsoft-ის ახალი ნოუთბუქები მზის ენერგიაზე იმუშავებს
Microsoft-ის ახალი ნოუთბუქები მზის ენერგიაზე იმუშავებს

კომპანია Microsoft-მა წარადგინა ნოუთბუქის ახალი მოდელი, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება.

"ფორბსის" ცნობით, ნოუთბუქის უკანა მხარეს განთავსებულია რამდენიმე ფოტოელემენტი, რომელიც მოწყობილობის ბატარეას უკავშირდება.

მზის ენერგია ნოუთბუქის ბატარეას მაშინ დამუხტავს, როდესაც ის დენის წყაროდან იქნება გამორთული. 

როგორც გამოცემა წერს, ეს სიახლე Microsoft-ის მომდევნო თაობაში უნდა გამოჩნდეს. გამოცემის ცნობით, კომპანია ამ მოდელის გამოშვებას 2020 წლიდანვე დაიწყებს.

დეტალების ნახვა შესაძლებელია პატენტში Mobile Device Cover With Integrated Solar Panel.

ცნობისთვის, საკუთარი გამოგონება აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების უწყებას კომპანიამ 2018 წლის მეორე ნახევარში წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system