თავში

Microsoft-ის და მუსიკოს Lauv-ის პროექტი "ჩემი სევდიანი აზრები" - VIDEO

Microsoft-ის და მუსიკოს Lauv-ის პროექტი "ჩემი სევდიანი აზრები"
Microsoft-ის და მუსიკოს Lauv-ის პროექტი ჩემი სევდიანი აზრები - VIDEO

ერთი შეხედვით, მუსიკოსის და კომპოზიტორის Lauv-ის კონცერტზე განთავსებული ლურჯი მანათობელი კაბინები, შეიძლება ავანგარდული მაცივრები გეგონოთ, მაგრამ ცდებით. სინამდვილეში, ერთგვარი ვენდინგ მანქანები, კაბინის სახით, მომღერლისა და Microsoft-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. პროექტის სახელწოდება My Blue Thoughts, ითარგმნება როგორც "ჩემი სევდიანი აზრები". Engadget-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, უკვე განთავსდა ორი ასეთი სტენდი/კაბინა, რომელშიც ადამიანს შეუძლია შევიდეს და ჩაწეროს 60 წამიანი აუდიო მონოლოგი, ან დაწეროს 1000 სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტი და დაურთოს ფოტო, რისი საშუალებითაც, ის საკუთარი წუხილის მიზეზს, ან ნებისმიერ მოსაზრებას, გაუზიარებს სხვას. მუსიკოსი Lauv აღნიშნულ პროექტს წარმოადგენს, როგორც თანაგრძნობის ერთგვარ ფონდს. კონფიდენციალურობის დაცვისათვის, მაიკროსოფტის მიერ მოწყობილი ხმის ჩამწერი, ავტომატურად აკეთებს ხმის შეცვლას და გამოსახულებას მომენტალურად გარდაქმნის, მომღერლის კლიპის "Superhero"-ს, სილუეტურ სტილში. ყველა მოსაზრება გამოქვეყნდება მომღერლის საიტზე და ეს არის, ერთგვარი აქცია, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს (10 ოქტომბერს) მიეძღვნა. აღნიშნული პროექტის მთავარი არსი იმაშია, რომ ადამიანებს დაეხმაროს ყველაზე ღრმა აზრების გამოხატვაში და რაც მთავარია, ამ აზრების გამოქვეყნებით დარწმუნდნენ, რომ ისინი არ არიან მარტოები სამყაროში. მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი 16 ენაზე აანალიზებს ჩანაწერს და ახდენს ისეთი სიტყვების იდენტიფიცირებას, როგორიც არის მოწყენილი, სევდიანი, კრახი და ა.შ.  მომღერალი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი მისი ფანების სივრცეს გასცდება და სხვა ადამიანებიც შეძლებენ საკუთარი ფარული სევდის, საჯაროდ გაზიარებას. თავის მხრივ, მაიკროსოფტი მზად არის, "გულწრფელი კაბინების" რიცხვი გაზარდოს. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system