თავში

მიიღეს თუ არა თბილისელებმა ტაქსების რეფორმა

მიიღეს თუ არა თბილისელებმა ტაქსების რეფორმა
მიიღეს თუ არა თბილისელებმა ტაქსების რეფორმა

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის ,,ეისითი” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ტაქსის რეფორმას დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

,,ეისითის” კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულების 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.

ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულების 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).

გამოკითხულების 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

თბილისში გამოკითხულების 59% თვლის, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულების 21%, ნეიტრალურ განწყობას კი 14% ავლენს.

ასევე, კვლევის თანახმად, გამოკითხულების 2/3 შიშობს, რომ რეფორმა გააძვირებს ტაქსის მომსახურებას (66%). 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს.

მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულების 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%.

კვლევა 17-21 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება თბილისისთვის შეადგენს 3.1%-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system