თავში

მიქაუტაძე ინვესტიციურ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

მიქაუტაძე ინვესტიციურ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს
მიქაუტაძე ინვესტიციურ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

"თუ რამეს შეიძლება ეწოდოს კატასტროფა, ეს არის 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც 15 წლის მინიმუმზეა და 617 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა კომპონენტმა ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში სულ 9 მილიონი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს უცხოეთიდან ინვესტიცია ქვეყანაში უბრალოდ არ შემოსულა და უცხოელი ინვესტორები, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოში მიღებული მოგების რეინვესტირებით შემოიფარგლნენ," - ასე აფასებს საქართველოში ინვესტიციების შარშანდელ 52.9%-იან კლებას პარტია "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე. 

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ უცხოური ინვესტიციების 65% მხოლოდ საფინანსო სექტორზე მოვიდა და სხვა სექტორებში ახალი ინვესტიციები უცხოელების მიერ, რეალურად, არ განხორციელებულა.

"ბუნებრივია, მხედველობაში უნდა მივიღოთ პანდემია, რომელმაც, რა თქმა უნდა, ობიექტურად იქონია ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა. თუმცა ასეთ ვარდნას, რომელიც ქვეყანას ომის პერიოდშიც კი არ ქონია, არანაირი გამართლება არ აქვს და მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანა აღარ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ წინ გველის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუ ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდა. ამ ფონზე, მე მინდა ბატონ ღარიბაშვილს, რომელიც ჯერჯერობით იკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს, დავუსვა ერთი მარტივი კითხვა, მისაღებია თუ არა მისთვის ეს შედეგები და თუ არ არის მისაღები, მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი ასეთ ჩავარდნაზე, თუ არა ეკონომიკურმა გუნდმა და პირადად ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა თურნავამ?" - ამბობს გიგლა მიქაუტაძე. 

ცნობისთვის, საქსტატი FDI-ის შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შარშან საქართველოში FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.სად გაიზარდა ინვესტიციები და, პირიქით, რომელ სექტორებში აღარ ჩადეს ფული უცხოელმა ინვესტორებმა შარშან საქართველოში, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system