თავში

მიქაუტაძე: მთავრობა ქამრების შემოჭერას ისევ არ აპირებს

მიქაუტაძე: მთავრობა ქამრების შემოჭერას ისევ არ აპირებს
მიქაუტაძე: მთავრობა ქამრების შემოჭერას ისევ არ აპირებს

"ყველაფერს ველოდით, მაგრამ არა ასეთ ბიუჯეტს. მთავრობა ვალებით გატენილი ბიუჯეტის ხარჯვას აპირებს 2021 წელსაც," - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავრობა არ აპირებს “ქამრების შემოჭერას”.

მისი თქმიტ, ბიუჯეტი აბსოლუტურად არ შეესაბამება კრიზისულ მდგომარეობას. 

"მთავრობა გვეუბნება, რომ კრიზისი მხოლოდ უბრალო ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ან მუშაობა ეკრძალებათ საერთოდ ან მუშაობენ შეზღუდულ რეჟიმში და შესაძლოა, იანვრიდან მიიღონ მიზერული ორას ლარიანი დახმარება. მთავრობა არ აპირებს “ქამრების შემოჭერას”, არ აპირებს რაიმე ტიპის ხარჯების ოპტიმიზაციას და ვალებით გატენილი ბიუჯეტის ხარჯვას აპირებს 2021 წელსაც. “ქართული ოცნება” მალე წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას დაგვიტოვებს. ეს იქნება: ვალებით გატენილი ქვეყანა და მომავალ წლებში საქართველოს გაუჭირდება ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი ვალის აღება და სახელმწიფო ბიუჯეტს შეექმნება ძალიან დიდი პრობლემები, ვინაიდან მხოლოდ 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მიაღწევს 34 მილიარდ ლარს, რაც ისტორიულად არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ამასთან, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტის მატება ძალიან მცირეა და აქედან, 2,5 მილიონი ემატება ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ჩინოვნიკების ხელფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system