თავში

მიხეილ ჭელიძე: მცირე და საშულო ბიზნესი გახარიას პოლიტიკას მხარს უჭერს

მიხეილ ჭელიძე: მცირე და საშულო ბიზნესი გახარიას პოლიტიკას მხარს უჭერს
მიხეილ ჭელიძე: მცირე და საშულო ბიზნესი გახარიას პოლიტიკას მხარს უჭერს

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე report.ge- სთან საუბრისას ბახტაძის და გახარიას ეკონომიკურ ხედვებს აფასებს.

„გახარიას გაპრემიერებით ცალსახად დადებითი მოლოდინი გვაქვს. მასთან ჯერ ბიზნესომბუცმენის რანგში, შემდეგ უკვე ეკონომიკის მინისტრის რანგში ურთიერტობა ვენთვის კომფორტული, საზრიანი და მარტივი იყო,“ - ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჭელიძემ ახალი პრემიერ მინისტრის შეფასებისას report. ge -  ის განუცხადა.

როგორც ჭელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე ბიზნესის ძირითადი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ლარის კურსის სტაბილურობაა.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თემაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ საბანკო რეგულაციები გამკაცრდა. აქედან გამომდინარე, ზოგადად ბევრ ბიზნესს საცალო გაყიდვები შეუმცირდა, ხოლო ლარის კურსის არაპროგნოზირებადობამ შეაშინა და დაარტყა ბიზნესს. გახარიასთან კომუნიკაცია პრობლემა არასდროს ყოფილა და ახლაც როგორც პრემიერ-მინისტრთან ეს პრობლემა არ იქნება", - განუცხადა Report.ge - ს ჭელიძემ.

ჭელიძე უკმაყოფილო არც მამუკა ბახტაზის მუშაობითაა. მცირე და საშუალო ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მან შეძლო დაანონსებული და ინიცირებული პროექტების წარმატებით განხორციელება. ჭელიძის განმარტებით, კარგი ინიციატივა იყო სასტარტო კაპიტალის რეფორმის ხელშეწყობა.

"მამუკა ბახტაძის წამოწყებული ინიციტივა სასტარტო კაპიტალის რეფორმა სეეხო სამ ჯგუფს და შეიძლება ითქვას დაეხმარა ბიზნესს სტიმულირებაში. პირველი ესაა – საშუალო და მცირე ბიზნესი, მეორე – ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდები, სტარტაპერები და მესამე ჯგუფი – ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები. მე, ჩემი ასოციაციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა ამ ინიციატივით იხეირა. ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება სხვა არაფერია, თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესის გვერდიტ დგომა და მისი სტიმულირების მცდელობა. მათ ვისაც არანაირი თანხა არ გააჩნდა, ამ პროგრამით დაიწყეს ბიზნესის კეთება, დასაქმდნენ და სხვაც დაასაქმეს. ნამდვილად საჭირო და კარგი ინიციატივა იყო," - განმარტა მიხეილ ჭელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system