თავში

მიხეილ ხადურელი: "მიკრო გრანტების" ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდეა გაზრდილი

მიხეილ ხადურელი: "მიკრო გრანტების" ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდეა გაზრდილი
მიხეილ ხადურელი: მიკრო გრანტების ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდეა გაზრდილი

"მიკრო გრანტების" წლევანდელი ბიუჯეტი ისევე, როგორც სხვების გაზრდილია და 40 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხადურელმა განაცხადა. მისი თქმით ეს საშუალებას იძლევა, რომ პროგრამით ბევრი წარმატებული იდეა დაფინანსდეს.

მისი თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

„ყოველთვის თვალს ვადევნებთ და ვზომავთ ჩვენი პროგრამების ეკონომიკურ ეფექტს. ბოლო ესეთი ეკონომიკური ეფექტის შეფასება კომპანია BDO-მ ჩაატარა სადაც გამოვლინდა, რომ თითოეულ სუბსიდირებულ ლარზე სახელმწიფომ გადასახადების სახით ნახა ხუთჯერ მეტი ამონაგები“. - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system