თავში

მიხეილ ლომთაძის ქონება $3 მლრდ-ით შემცირდა

მიხეილ ლომთაძის ქონება $3 მლრდ-ით შემცირდა
მიხეილ ლომთაძის ქონება $3 მლრდ-ით შემცირდა

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონება 3 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.

კომპანიის უმსხვილესმა აქციონერებმა, ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ წელს თითქმის $3 მილიარდი დაკარგეს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.

Forbes-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 4.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგიდან ამოვარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system