თავში

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა დღეიდან დაიწყო

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა დღეიდან დაიწყო
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა დღეიდან დაიწყო

დღეიდან, 5 ოქტომბრიდან, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა დაიწყო.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.

წელს, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში ახალი - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა გამონაკლის შეზღუდვებს აწესებს

ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ბიოლოგიური აქტივების, როგორიცაა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის შეძენა, კონკურსში ინტერესებში არ შედის. მასში ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საჯარო მოხელე და იურიდიული სტატუსის მქონე პირები, როგორიცაა შპს, ამხანაგობა და კოოპერატივი. 

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. პროგრამის პრიორიტეტული საქმიანობები იხილეთ აქ.

პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად ათი პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მილიონ ლარზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system