თავში

მიკროსაფინანსო სექტორი ძალებს იკრებს

მიკროსაფინანსო სექტორი ძალებს იკრებს
მიკროსაფინანსო სექტორი ძალებს იკრებს

მიკროსაფინანსო სექტორი covid-19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ეძებს.  გარდა იმისა, რომ პანდემიამ დარგს პრობლემა შეუქმნა, ჯერაც იგრძნობა რეგულაციების ნეგატიური გავლენა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ პოსტეპიდემიური პერიოდის გამოწვევის მიუხედავად, სექტორი თანდათან ვითარდება და შარშანდელთან შედარებით, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნაც მცირედით გაიზარდა, როგორ განვითარდება მდგომარეობა, ბაკურაძის თქმით, სამომავლოდ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რა მიმართულებითაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. 

,,2019 წელი covid-19-ის გარეშეც ჩვენთვის პრობლემური იყო. თითქმის მთელი წელი ადაპტაციისთვის დაგვჭირდა, ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ეპიდემიური სიტუაციაა, სექტორი ვითარდება ხარისხობრივად, სახეზეა ზრდაც, სისტემა გაძლიერდა, მომხმარებელთა რაოდენობაც თანდათან მატულობს. მართალია, კრიზისიდან გამოსვლა მარტივი არ არის, მაგრამ შარშანდელთან შედარებით, მაინც უკეთესობაა. 2019 წელს მიკროსაფინანსოების მომგებიანობა ძალიან შეზღუდული იყო. ცხადია, პანდემიის შემდეგაც გარკვეული პრობლემაა, კლიენტებს სესხები 3 თვით გადავუვადეთ, ახლა ინდივიდუალურად ვეხმარებით მათ და გარკვეული ჯგუფისთვის დამატებითი შეღავათიც შემოვიღეთ, როგორც ეს საბანკო სექტორმა გააკეთა.ძირითად აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესზე ვაკეთებთ, მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რომ ამ სეგმენტს მიკროსესხებზე წვდომა გავუმარტივოთ.  საქართველომ კარგი პასუხი გასცა პანდემიას, ეკონომიკამაც დაიწყო ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. პირველი გამოწვევა იქნება ამ მდგომარეობის შენარჩუნება. ეს თუ მოხერხდება, არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ", - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 5 ივნისს, მთავრობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ონლაინ-შეხვედრა მოეწყო. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება მიკროსაფინანსო სექტორს კრიზისის ნეგატიური ეფექტის გადალახვაში და დაძლევაში დაეხმარება.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system