თავში

მიკროსაფინანსოები სწრაფი ტემპით კოტრდებიან

მიკროსაფინანსოები სწრაფი ტემპით კოტრდებიან
მიკროსაფინანსოები სწრაფი ტემპით კოტრდებიან

ფინანსურ სექტორში რეგულაციების დაწესებამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს განვითარების შანსი მოუსპო. გარდა იმისა, რომ მათი ბიზნესი მრავალმილიონიან ზარალას განიცდის, კომპანიები სწრაფი ტემპით ტოვებენ ბაზარს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.

ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, საფინანსო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა რეგრესი გამოიწვია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

,,არასაბანკო საფინანსო სექტორში პრობლემა 2 წლის წინ გაჩნდა, როდესაც, ე.წ., ლარიზაცია დაიწყო. რეალურად საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობას ფინანსური რესურსები მოზიდული ჰქონდა უცხოურ ვალუტაში, რაც უკვე რისკებს ქმნიდა. რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ზოგადად არასაბანკო საფინანსო სექტორში ოპერირებადი კომპანიების რაოდენობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება 2018 წელს მიღებულ იმ რეგულაციებს, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა, რითაც ფაქტობრივად როგორც ლიცენზირებული ასევე არალიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები აღმოჩნდნენ კაბალურ მდგომარეობაში - ერთის მხრივ მათ დაუწესდათ მრავალი შეზღუდვა, გაიზარდა კაპიტალის მინიმალური ოდენობა.  რეალურად სექტორის კაბალურ პირობებში ჩაყენება სწორედ აღნიშნულმა რეგულაციებმა გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ისედაც დაზარალებული ბიზნესი", - განუცხადა ბერძენაძემ report.ge"-ს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ზარალს, მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,334,164,316 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით ნაკლებია, ამ ორგანიზაციების ჯამური ზარალი კი, 2019 წლის 6 თვის მდგომარეობით 79.927,000 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system