თავში

საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიკროსაფინანსოების მოვალე მეწარმეებიც ისარგებლებენ

მიკროსაფინანსოების მოვალე მეწარმეებიც ისარგებლებენ
საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიკროსაფინანსოების მოვალე მეწარმეებიც ისარგებლებენ

საკრედიტო - საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ,“ - განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system