თავში

ყველაზე მეტად მიკროსაფინანსოებს საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა

მიკროსაფინანსოებს საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა
ყველაზე მეტად მიკროსაფინანსოებს საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა

მიკროსაფინანსო სექტორისთვის ყველაზე მტკივნეული საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ-ის) მიერ დაწესებული ეფექტური საპროცენტო ზედა ზღვარი აღმოჩნდა - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 Finance-ის(vivus.ge) დირექტორმა ლაშა ერედელმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულმა რეგულაციებმა წელიწადნახევარია ბაზარი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიკროსაფინანსო სექტორმა 2019 წლის 1 ნახევარი ზარალიანი იყო.

"შევამცირეთ თანამშრომლები და დავხურეთ ფილიალები, დაპაუზებულები ვართ. უმძიმეს მარწუხებში მოვექეცით ამ რეგულაციებით. ვფიქრობთ, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპები არის ამოსავალი წერტილი. კონკურენცია ბადებს ყველაზე კარგ პირობებს. ძლიერი მოთამაშეები რჩებიან ბაზარზე, შედარებით სუსტები - გადიან. რეგულაციები არ უწყობს ხელს მოქალაქეებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას," - განაცხადა ლაშა ერედელმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, ეფექტური საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ. მისი თქმით, საქართველოში ამოქმედებული რეგულაციები შორსაა ევროპულისგან და ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

"განსაკუთრებით გამოსაყოფია საპროცენტო ზღვარი, ზედა ჭერი, რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც მოქალაქეს უმტკიცდება სესხი თავისი გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე. ზედა ჭერი ჩვენთან დაწესებულია საკმაოდ დაბლა. ასევე, არის შემოსავლებისა და გასავლების პროცენტი. შესაძლებელი იყო ევროპული რეგულაციების შემოტანა შედარებით რბილად, მაგრამ მათ ნაჯახისებური ეფექტით, ყველაზე მკაცრი რეგულაციები შესთავაზეს ბაზარს", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ მოერგონ რეალობას, გამოვიდნენ ჩიხიდან. ბიზნესი ცდილობს შეიმუშაოს რეგულაციების მიმართ მდგრადი მოდელი.

"ვმუშაობთ ახალ მოდელზე, რომელიც შეიძლება, იყოს გამძლე მიმდინარე რეგულაციებთან მიმართებით, თუმცა ამჟამად აქტიურ საქმიანობას არ ვეწევით. იძულებული ვართ, პაუზა ავიღოთ, თბილისში სესხების გაცემა შევაჩერეთ. ჩემი აზრით, სებ-მა რეგულაციები ბაზარს დაუწესა გავლენის შეფასების გარეშე. ჩვენ დიდი ხანია ადვოკატირებას ვუწევთ RIA-ს (რეგულაციის გავლენის შეფასება) პროექტს, რადგანაც აუცილებელი, შესწავლილი იყოს რეგულაციის ეფექტი საფინანსო ბაზარზე. სებ-ის პოზიციას, რომ დღეს უფრო ჯანსაღია საფინანსო სისტემა, კატეგორიულად არ ვეთანხმები. " - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system