თავში

მილიარდერები აშშ-დან VS მილიარდერები რუსეთიდან

მილიარდერები აშშ-დან VS მილიარდერები რუსეთიდან
მილიარდერები აშშ-დან VS მილიარდერები რუსეთიდან

აშშ და რუსეთი ორი ერთმანეთიგან განსხვავებული სახელმწიფოა, რომლებიც საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, კონკურენცია ამ ორ მძლავრ ქვეყანას შორის მუდმივად მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკაზე და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოზეც. მართალია, ქართველმა ხალხმა დიდი ხანია დასავლეთი ამჯობინა რუსეთს, თუმცა დღემდე ხშირად ისმება კითხვა, რომელი უფრო ძლიერი სახელმწიფოა, რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები.  პასუხს, რა თქმა უნდა ამ სტატიაში ვერ ნახავთ, თუმცა საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ამ ქვეყნების 3 ყველაზე მდიდარი ადამიანი, ხოლო დასკვნების გამოტანას თქვენ განდობთ.

ფორბსის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ სამ ადგილს აშშ-ს მოქალაქეები იკავებენ. 

სამეული ასე გამოიყურება: ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი და ვარენ ბაფეტი

რაც შეეხება სამეულს რუსეთიდან, სიას მილიარდერების სიაში 32-ე ადგილიზე მყოფი ლეონიდ მიხელსონი ხსნის, რომელსაც  45-ე ადგილას მყოფი ვლადიმერ ლისინი და 47-ე  ვაგიტ ალეკპეროვი მოყვება.

ამ სტატიის მიზანი სულაც არ არის ინფორმაციის მოწოდება იმის შესახებ, რომ მილიარდერები ამერიკიდან ბევრად დიდი კაპიტალის მფლობელები არიან, ეს ისედაც ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ამ ადამიანების შედარებისას მინდა დააკვირდეთ იმას, თუ რითი მოიპოვეს მათ უზარმაზარი ქონება. 

დავიწყოთ პლანეტის უმდიდრესი ადამიანით ჯეფ ბეზოსით. მან წიგნების ინტერნეტ მაღაზიით დაიწყო და შექმნა კომპანია Amazon. დღეს Amazon-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა, ამასთან კომპანია ავითარებს მომავლის კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს. 

ჯეფ ბეზოსის რაკეტების კომპანია Blue Origin კონკურენციას უწევს NАSA-ს და ელონ მასკის Space X-ს.  ჯეფ ბეზოსზე და მის მიღწევებზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა სჯობს შემდეგზეც გადავიდეთ.

ბილ გეითს მილიარდები კომპანია Мicrosoft -მა მოუტანა, კომპანიაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ასე რომ მოკლედ გეტყვით, დიდი ალბათობით, მოწყობილობას, რომელსაც ახლა იყენებთ Microsoft-ის პროგრამებს მოიხმარს.  

რაც შეეხება, ვარენ ბაფეტს, ის უმსხვილესი ჰოლდინგ-კომპანია Berkshire Hathaway დამაარსებელია, რომელიც ფლობს "კოკა-კოლის", "ეფლის", "ამერიკის ბანკის", "ამერიკან ექსპრესის" და სხვა ცნობილი კომპანიების აქციებს. 

რუსი მილიარდერების ჯერიც მოვიდა, თუმცა ვშიშობ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ლეონიდ მიხელსონის  კომპანია ბუნებრივ აირს ყიდის, მისი ასევე მილიარდერი პარტნიორი კი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.  

ვლადიმერ ლისინის შემოსავლის წყარო რკინის მეწარმეობაა, ხოლო ვადიკ ალეკპეროვის სიმდიდრის წყარო ნავთობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system