თავში

მილიარდლარიანი სტიმული ეკონომიკისთვის

მილიარდლარიანი სტიმული ეკონომიკისთვის
მილიარდლარიანი სტიმული ეკონომიკისთვის

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მასტიმულირებელ ღონისძიებები განმარტა. მთავარი ეკონომიკური გამოწვევა, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის 5%-იან ნიშნულთან დაბრუნებაა, რასაც ქვეყნის ეკონომიკამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

რაც შეეხება ლარის კურსს, მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურდება. 

,,ლართან დაკავშირებით გვაქვს გაურკვევლობა და მერყეობები. კორონავირუსის პანდემიაა მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არ არის ჩვენი ქვეყანა და არც - ლარი. საშუალოვადიან პერსპექტივაში ველოდებით კურსის დასტაბილურება. ეროვნულ ბანკთან განვიხილავთ ინტერვენციებსაც, თუკი ეს საჭირო გახდა", - განაცხადა მან.  

მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპზე საკმარისი ინიციატივებია, რომ ეპიდემიის რისკის კონსერვაცია მოხდეს. 

,,ცნობილია პრემიერის გადაწყვეტილება, რომ გადასახადების გადავადდეს ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთის,  რაც 100 მლნ ლარზე მეტს ,,ჩატოვებს" ეკონომიკაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დამატებითად, დღგ-ს ე.წ. ძველი ვალდებულებების დაფარვა და არა მიმდინარესი, რაც ასევე დამატებითი სტიმულია. უშუალოდ ბიუჯეტის კუთხით, მნიშვნელოვანია 300 მილიონ ლარამდე გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც რეგიონებში განვახორციელებთ. ჯამში, ყველა ის შეღავათი თუ გაზრდილი დანახარჯი შეადგენს 1 მლრდ ლარიან პაკეტს, რომელიც გამოდგება ეკონომიკის სტიმულირებისთვის, როცა შედარებით მოკლე ვადაში პანდემიის გავრცელება შეწყდება ან მნიშვნელოვნად შემცირდება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბოლო პერიოდამდე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა და ამ მაჩვენებელთან დასაბრუნებლად ზომები არსებობს. ჩვენ მოვახდენთ მილიარდლარიად სტიმულს სუფთა ფისკალური კუთხით. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებას, ამ საკითხს ეროვნულ ბანკთან განვიხილავთ. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების გამო შემოსავლების მობილიზაციას შეექმნა პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტის ზრდა. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მოხდეს. თუმცა უახლოეს დღეებში სავალუტო ფონდთან ვისაუბრებთ და ერთხელ კიდევ ვიმსჯელებთ, დეფიციტის ზრდის რამხელა სივრცე გვაქვს. გარდა იმისა, რასაც ვამატებთ და ვთმობთ, მნიშვნელოვანი გარღვევა შემოსავლების ნაწილში არ გვექნება.", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა  და აღნიშნა, რომ პოტენციური საფრთხის ჩასაქრობად ჰიგიენის ნორმის დაცვის პასუხისმგებლობა გადამწყვეტი. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეზღუდოს ის ქმედებები, რომელიც რისკს უქმნის ვირუსის გავრცელებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system